შეტაკებები პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის – რა ხდება საფრანგეთში?

საფ­რან­გეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ და ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მი­ლი შემ­ცი­რე­ბის გამო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ლო­ზუნ­გით: „ყვე­ლა­ფე­რი დაბ­ლო­კეთ“.

შეტაკებები პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის - რა ხდება საფრანგეთში?

  • Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ნაგ­ვის ურ­ნე­ბი დაწ­ვეს და გზე­ბი გა­და­კე­ტეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს და ათო­ბით მო­მი­ტინ­გე და­ა­კა­ვეს.

“პრობ­ლე­მა მაკ­რონ­შია და არა მი­ნის­ტრებ­ში… ის უნდა წა­ვი­დეს“, – გა­ნა­ცხა­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.

პა­რიზ­ში პო­ლი­ცი­ამ ახალ­გაზ­რდა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლო სკო­ლის შე­სას­ვლელს ბლო­კავ­დნენ, ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. მე­ხან­ძრე­ე­ბი კი დამ­წვა­რი ნივ­თე­ბით აღ­მარ­თულ ბა­რი­კა­დებს ასუფ­თა­ვებ­დნენ.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, მათ შე­ა­ჩე­რეს და­ახ­ლო­ე­ბით 1000 მო­მი­ტინ­გის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე, Gare du Nord-ის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში შეს­ვლას.

საფ­რან­გე­თის შს მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ რენ­ში, მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ავ­ტო­ბუსს ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. ზო­გი­ერ­თი მო­მი­ტინ­გე პო­ლი­ცი­ას ქვე­ბით და­ეს­ხა თავს.

დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი არე­უ­ლო­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ორი დღის წინ საფ­რან­გე­თის პარ­ლა­მენ­ტმა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ფრან­სუა ბა­ი­რუს უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­და და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნა. პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ახალ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად სე­ბას­ტი­ან ლე­კორ­ნუ და­ნიშ­ნა, რა­მაც მე­მარ­ცხე­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.