კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უპილოტო საფრენი აპარატების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის ფაქტს ეხმაურება.
როგორც პესკოვი აცხადებს, ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა ყოველდღიურად ადანაშაულებს რუსეთს პროვოკაციებში.
ამასთან, პესკოვმა მომხდართან დაკავშირებით ყველა შეკითხვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გადაამისამართა. მისივე თქმით, კრემლს პოლონეთისგან არ მიუღია რამე სახის კონტაქტის მოთხოვნა.
„ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა ყოველდღიურად ადანაშაულებს რუსეთს პროვოკაციებში. ხშირად არც კი ცდილობს რამე არგუმენტაციის წარმოდგენას“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, 10 სექტემბრის ღამით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია, რომლებიც ჩამოაგდეს. ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ნატო პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრას თავდასხმად არ განიხილავს.