მემარჯვენე და მემარცხენე ევროპარლამენტარები შუაღამეს ურსულა ფონ დერ ლაიენის ნდობის საკითხს დაარეგისტრირებენ – Politico

პარტია „პატრიოტებისა“ და „მემარცხენეების“ დეპუტატები ევროპარლამენტში დღეს შუა ღამისას ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხს დააყენებენ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დეპუტატებმა ფონ დერ ლაიენის ნდობის საკითხის დაყენება რამდენიმე საათის წინ ევროპარლამენტში მისი გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტეს. ეს იქნება რიგით მეორე კენჭისყრა უნდობლობის საკითხზე უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში.

Politico წერს, რომ, თუ ნებისმიერი ერთი ჯგუფის წინადადებას ევროდეპუტატთა უმეტესი ნაწილი მხარს დაუჭერს, ფონ დერ ლაიენს გადადგომა მოუწევს. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტს პარლამენტში დიდი მხარდაჭერა აქვს.

ფონ დერ ლაიენს საკუთარი პოზიციის გასახმოვანებლად პარლამენტში ოქტომბერში მოუწევს მოსვლა.

„ევროკავშირი დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე იმის გამო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს პრობლემებთან გამკლავების უნარი არ შესწევს“, – წერია მემარჯვენეების განმარტებით ბარათში, რომელიც Politico-მ მოიპოვა.