FBI-ს დირექტორი: ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, – ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი კეშ პატელი სოციალურ ქსელში წერს.

„საშინელ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, რომელმაც ჩარლი კირკის სიცოცხლე შეიწირა, ამჟამად დაკავებულია. მადლობა ადგილობრივ და შტატის ხელისუფლებას გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობისთვის“, – წერს პატელი.