პიტერ ფიშერი იმდენად ტრაგიკული პიროვნებაა, რომ გაძევება მისთვის იქნებოდა საჩუქარი. როცა ხაზარაძის მდგმური ხარ, მეტი ტრაგედია რა არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფიშერი არის ტრაგიკულ მდგომარეობაში.
„ფიშერის დაცვა, ესეც ტრაგიკული აქტია. არ მინდა ამაზე განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო. იმდენად ტრაგიკული პიროვნებაა, რომ გაძევება მისთვის იქნებოდა საჩუქარი. როცა ხაზარაძის მდგმური ხარ, მეტი ტრაგედია რა არის“, – განაცხადა პრემიერმა.