პოლონეთის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ახალი არაფერია, ეს ევროპული დედაქალაქებისთვის დამახასიათებელია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რაც შეეხება რიტორიკასა და განცხადებებს, რომლებსაც ვარშავიდან ვისმენთ, რეალურად, აქ ახალი არაფერია. მსგავსი რიტორიკა ბოლო დროს თითქმის ყველა ევროპულ დედაქალაქს ახასიათებს. ჩვენ ამის გაგრძელებას ვხედავთ“, – აღნიშნა პესკოვმა, რითაც პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებით ვარშავისა და ევროპის ქვეყნების განცხადებებს გამოეხმაურა.