სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მურთაზ ზოდელავა დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავა.

როგორც უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, დაკავებისას ხაბეიშვილმა ზოდელავას პირადი მობილური ტელეფონი მიაწოდა, ზოდელავამ კი მისი გადამალვის მიზნით გაქცევა სცადა, რა დროსაც ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანზე იძალადა.

მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.