რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები – „ზაპად 2025“ – დაიწყეს

რუსეთმა და ბელარუსმა მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები – „ზაპად-2025“ – დაიწყეს. ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ იტყობინება.

წვრთნები 16 სექტემბრამდე გაგრძელდება და ბელარუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის საწვრთნელ პოლიგონებზე გაიმართება.

„წვრთნების მიზანია მეთაურებისა და შტაბების უნარების გაუმჯობესება, ჯარების რეგიონული და კოალიციური ჯგუფების თანამშრომლობის დონისა და საველე მომზადების დონის ამაღლება“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.