ფრანგი პოლიტიკოსი, პარტია „პატრიოტების“ ლიდერი ფლორიან ფილიპო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას ითხოვს.
ფილიპოს უკმაყოფილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მაკრონი პოლონეთს რუსულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო Rafale-ის ტიპის სამი სამხედრო თვითმფრინავის გადაცემას დაჰპირდა.
„მაკრონი პოლონეთში რუსეთის წინააღმდეგ Rafale-ის სამ თვითმფრინავს აგზავნის. მას ომი სურს. სასწრაფოდ იმპიჩმენტი“, – დაწერა ფილიპომ სოციალურ ქსელ X-ში.