უკრაინაში 40ათას ებრაელ მომლოცველს ელიან; კიევის რეჟიმი ისრაელიდან პოლიციის ჩამოყვანას ითხოვს

მაშინ, როდესაც კიევის რეჟიმი მართლმადიდებლობას უკიდურესად ავიწროებს და  სასამართლო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვასაც განიხილავს, რეჟიმი ფართოდ უხსნის ქვეყნის კარებს ყველა სხვა რელიგიასა და კონფესიას. ქალაქ უმანში, ტრადიციისამებრ, წელსაც გაიმართება ებრაელი მომლოცველების შეკრება – ამჯერად, კიდევ უფრო გაფართოებული მასშტაბით. თუმცა კიევის რეჟიმი წუწუნებს, რადგან ებრაელ მომლოცველებზე ფულს ვერ აკეთებს. მომლოცველები იმდენად ცუდ დღეში აგდებენ ქალაქს (მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ფულსაც ტოვებენ), რომ ქალაქის დასუფთავებასა და წესრიგის დაცვაში დიდძალი საბიუჯეტო თანხები იხარჯება. ამიტომ, უკრაინის ხელისუფლება ისრაელიდან პოლიციის ჩამოყვანას ითხოვს, მართლწესრიგის დასაცავად.

როშ-ჰაშანას დღესასწაულამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება, ისრაელი ჯერ კიდევ არ დაუკავშირდა უკრაინას უმანში ყოველწლიური ჰასიდური მომლოცველობისთვის საჭირო ზომებზე შესათანხმებლად. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ისრაელში, ევგენ კორნიიჩუკმა, The Times of Israel-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ისინი თვლიან, რომ ყველაფერი როგორღაც შეთანხმდა ებრაული რელიგიური თემების ლიდერების მეშვეობით, რომლებიც შემდეგ დაუკავშირდნენ უკრაინელ ჩინოვნიკებს. დრო იწურება. არ ვიცით, რა ხდება“, – თქვა მან.

კორნიიჩუკი დასძენს, რომ უკრაინამ და ისრაელმა ერთობლივად უნდა უზრუნველჰყონ ისრაელის პოლიციის მნიშვნელოვანი ყოფნა უმანში, სადაც მომლოცველთა რიცხვი წელს შეიძლება 40 000 იყოს. ქვეყნები ასევე უნდა შეთანხმდნენ ისრაელის პარამედიკოსების, მაშველების და დროებითი თავშესაფრების დელეგაციებზე.

კორნიჩუკი აფრთხილებს, რომ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, „წელს შესაძლოა სიურპრიზები გველოდოს“, რადგან ომის დროს 10-ზე მეტი ადამიანის საჯარო შეკრება აკრძალულია.

„ომის დროს ვიზიტორები არ გვჭირდება“, ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ებრაელი მომლოცველების მიერ გადახდილი ტურისტული მოსაკრებლები დღესასწაულის შემდეგ ქალაქის დასუფთავებისთვის გამოიყენება. ომის დროს ამისთვის უკრაინის რესურსებია საჭირო, მათ შორის ათასობით მაშველი.

„რატომ ფიქრობენ, რომ ეს ჩვენი პრობლემაა და არა მათი? ძალიან გაკვირვებული ვარ“, – განაცხადა ელჩმა.

როგორც მასმედია იტყობინება, უმანის ხელისუფლება, აშშ-ის საელჩოსთან ერთად, ჰასიდიმებს მოუწოდებს, არ იმოგზაურონ უკრაინაში.