გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების შესახებ დეკლარაცია მიიღო, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მიესალმება. ინფორმაციას გაეროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ქვეყნებმა მიიღეს დეკლარაცია პალესტინური საკითხის მოგვარებისა და ორი სახელმწიფოს – ისრაელისა და პალესტინის შექმნის გადაწყვეტილების რეალიზაციის შესახებ… ის ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, იქ მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებასა და სიცოცხლისუნარიანი და სუვერენული პალესტინური სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გაცხადებაში.
გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან დეკლარაციას მხარი 142-მა დაუჭირა, მათ შორის რუსეთმა. 12-მა ქვეყანამ თავი შეიკავა. 10 წინააღმდეგი იყო. საქართველოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.