კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ნახევარკუნძულსა და კურილის კუნძულებზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ვლადიმერ სოლოდოვი თავის Telegram არხზე იტყობინება.
მოსალოდნელი ტალღების გამო ადგილობრივებს სანაპიროზე გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ, ხომალდებს კი სანაპიროდან მოშორებით ოკეანეში გასვლისკენ მოუწოდებენ.
„ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. გთხოვთ, განსაკუთრებით ფრთხილად იყოთ ხალაკტირის სანაპიროს მახლობლად და სხვა რისკის ზონებში“, – აცხადებს გუბერნატორი.
კამჩატკის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის გაძლიერებული რეჟიმი გამოაცხადა.
ინფორმაციისთვის, კამჩატკის სანაპიროსთან 30 ივლისს 1952 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.