ქირა გაიაფდა, ფასი გაძვირდა – რა მდგომარეობაა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე

2025 წლის ივლისში, თბილისში 3 647 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.1%-იანი ზრდაა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევიდან ვიგებთ.

ანალიზის მიხედვით, სრული ოდენობიდან 1 755 ბინა პირველად ბაზარზე გაიყიდა, ხოლო 1 892 ბინა მეორადზე.

რაც შეეხება ფასს, კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასმა 1 340 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3.24%-იანი ზრდაა – გასულ წელს 1 298 აშშ დოლარი ღირდა.

შემცირებულია ქირის ფასი და კვადრატულ მეტრზე 9.5 აშშ დოლარს შეადგენდა – წინა წლის ივლისში 9.9 აშშ დოლარი იყო.