“მან და მისმა მეუღლემ 544 000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში სახლი, თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ” – პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი წარუდგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძეს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს.

“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 2023 წელს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის იმ­დრო­ინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მის­თვის და მისი ნა­თე­სა­ვის­თვის გა­მორ­ჩე­ნის მი­სა­ღე­ბად. კერ­ძოდ, მისი მი­თი­თე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის იმ­დრო­ინ­დელ­მა მო­ად­გი­ლემ და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ნა­თე­სა­ვის დახ­მა­რე­ბით, სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტის შე­ძე­ნის პრო­ცეს­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით შექ­მნეს არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო, რის შე­დე­გა­დაც, არა­რე­ა­ლუ­რი გა­რი­გე­ბე­ბის და­დე­ბის გზით გა­ი­ზარ­და აპა­რა­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და 2 606 272 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი აპა­რა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­ე­წო­და 3 940 000 ლა­რად. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 1 333 728 ლა­რის ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნი მი­ად­გა.

  • სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ქო­ნე­ბის წარ­მო­შო­ბის და­მალ­ვის და შე­ნიღბვის მიზ­ნით, ამ ქო­ნე­ბის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­სა­ცე­მად შემ­დე­გი ქმე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა:

2025 წლის იან­ვარ­ში, მან და მის­მა მე­უღ­ლემ 544 000 ევ­როდ შე­ი­ძი­ნეს ეს­პა­ნეთ­ში მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვე­თი, მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სახ­ლით. ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის კა­ნო­ნი­ე­რი გზით წარ­მო­მავ­ლო­ბა არ უფიქ­სირ­დე­ბო­დათ, ამ თან­ხის წარ­მო­შო­ბის და­მალ­ვის მიზ­ნით, 2024 წელს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე­სა და მე­სა­მე პირს შო­რის გა­ფორმ­და დაბა წყნეთ­ში მდე­ბა­რე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფიქ­ცი­უ­რი ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რე­ა­ლუ­რად კი თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ოჯახს ეს ქო­ნე­ბა არ გა­უს­ხვი­სე­ბია და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ზა­ნი იყო მხო­ლოდ ეს­პა­ნეთ­ში გა­და­სა­რი­ცხი თან­ხის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­ნიღბვა.

ამას­თან, თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ხსე­ნე­ბუ­ლი 544 000 ევ­როს უკა­ნო­ნო წარ­მო­შო­ბის შე­ნიღბვის მიზ­ნით, 2025 წლის მარ­ტში, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში სა­ერ­თოდ არ მი­უ­თი­თა ეს­პა­ნეთ­ში შე­ძე­ნი­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რი­თაც მან გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით 1 593 212 ლა­რის უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით და 332-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.