“სუს-ს ოპოზიციის ლიდერშიფში ჰყავს გადმობირებული ადამიანები… მათი ხელით აპირებდნენ მსგავსი ბრიფინგის ჩატარებას” – რას წერს ბაჩო ახალაიას მეუღლე

ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მისი მე­უღ­ლე ბაჩო ახა­ლა­ია სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნი­დან “ჰექ­სო­გე­ნის“ შე­მო­ტა­ნის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს.

“ანუ, ახლა რა ხდე­ბა მო­გიყ­ვე­ბით ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად ოღონდ მოკ­ლედ: 30 ივ­ლისს დი­ლით ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რი აკე­თებ­და ბრი­ფინგს, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ტექ­სტი უნდა ეთ­ქვა, რაც დღეს სუს-მა თა­ვი­სი მე­დი­ე­ბით გა­ავ­რცე­ლა, ოღონდ ახა­ლა­ია და ხა­ბე­იშ­ვი­ლი უნდა ეხ­სე­ნე­ბი­ნა ერ­თად, მაგ­რამ პარ­ტი­ამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა და ვერ გა­ახ­მო­ვა­ნა სუს-ის სი­გი­ჟე. იმ დღეს­ვე სხვა ოპო­ლი­დე­რებ­მა ყოვ­ლად გა­ურ­კვე­ვე­ლი პოს­ტე­ბი გა­მო­ა­ცხვეს, მაგ­რამ სუ­რა­თი ვერ შედ­გა, იმი­ტომ რომ იმ დი­ლან­დე­ლი ბრი­ფინ­გი ჩა­უ­ვარ­დათ.

დღეს მსგავ­სი ში­ნა­არ­სის ტექ­სტი გა­ავ­რცე­ლე­ბი­ნეს სუს-ის მე­დი­ებს, სა­დაც წე­რია რომ ინ­ფორ­მა­ცია ენმ-დან მი­ა­წო­და წყა­რომ.დღის ბო­ლოს ღა­მის 12 სა­ა­თის­თვის სუს-მა გა­ნა­ცხა­და, რომ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა მათ­თვის და შე­ის­წავ­ლი­ან. მა­ნამ­დე და შუ­ა­ლე­დებ­შიც ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და, იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი და­დი­ოდ­ნენ და ავ­რცე­ლებ­დნენ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­ში ამ ბო­რო­ტულ ტყუ­ილს.

სუს-ს ყველ­გან ჰყავს თა­ვი­სი აგენ­ტი, მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­ა­შიც, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ამ რე­ჟიმ­თან, მათი ხე­ლით აპი­რებ­დნენ მსგავ­სი ბრი­ფინ­გის ჩა­ტა­რე­ბას უფრო მეტი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო ეს ამო­რა­ლუ­რი ბრალ­დე­ბა. და არც უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს, იმი­ტომ რომ თუ ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით, რომ დიქ­ტა­ტუ­რაა ქვე­ყა­ნა­ში, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ მას ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­შიპ­ში ჰყავს გად­მო­ბი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. იმი­ტო­მაც ვართ ამ დღე­ში ამ­დე­ნი წელი და ამი­ტო­მაც არის ოპო­ზი­ცია ასე­თი სუს­ტი!” – წერს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.