ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

22 წლის ტაილერ რობინსონი, რომელიც კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის საქმეზე დააკავეს, ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, – განაცხადა იუტას შტატის გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა.

„მას ბრალი არ უღიარებია. არ თანამშრომლობს ჩვენთან, მაგრამ მისი გარემოცვა თანამშრომლობს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გუბერნატორმა.

მან დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი სერვისზე Discord კირკის მკვლელობაზე საუბრობდა. კერძოდ, რობინსონმა კომენტარი დატოვა შეტყობინებაზე, რომელიც კირკის მკვლელობას ეხებოდა და დაწერა, რომ დანაშაული მისმა „ორეულმა“ ჩაიდინა.

გუბერნატორის თქმით, ეჭვმიტანილს ბრალს ოფიციალურად 16 სექტემბერს წაუყენებენ.

31 წლის კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს მოკლეს, როდესაც ის იუტის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოდიოდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 12 სექტემბერს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 22 წლის ტაილერ რობინსონმა თავის მამას უთხრა, რომ მკვლელობა ჩაიდინა, რის შესახებაც კაცმა პოლიციას შეატყობინა.