გერმანული საგარეო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ლიბერალიზმის და მემარცხენე ექსტრემიზმის მხარდაჭერას, ჩემთვის საერთოდ არ არის მოულოდნელი, – ამის შესახებ “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) დეპუტატმა ბუნდესტაგში, მარტინ რაიხჰარდტმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის შიგნითაც ლიბერალიზმსა და მემარცხენე ექსტრემიზმს უჭერს მხარს.
“საქართველოში მიმდინარე მოვლენები შორიდან შემიძლია შევაფასო, მაგრამ, დარწმუნებით გეტყვით, რომ გერმანული საგარეო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ლიბერალიზმის და მემარცხენე ექსტრემიზმის მხარდაჭერას, ჩემთვის საერთოდ არ არის მოულოდნელი. ისინი ხომ აქაც, გერმანიაშიც იმავეს აკეთებენ.” – განაცხადა მარტინ რაიხჰარდტმა.