დონალდ ტრამპი – ტაილერ რობინსონი, ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული, ჭკვიანი ბიჭი იყო, კარგი სტუდენტი, როგორც ჩანს, ინტერნეტის მეშვეობით მისი რადიკალიზაცია მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული ინტერნეტმა რადიკალად აქცია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, 22 წლის ტაილერ რობინსონი ჭკვიანი ბიჭი და კარგი სტუდენტი იყო.

„ის ჭკვიანი ბიჭი იყო, კარგი სტუდენტი და შემდგომ რაღაც დაემართა დროის მცირე მონაკვეთში. როგორც ჩანს, ინტერნეტის მეშვეობით მისი რადიკალიზაცია მოხდა“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, 22 წლის ტაილერ რობინსონს ბრალად ედება 10 სექტემბერს, კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობა.