ირაკლი ქადაგიშვილი: ახლა ეუთო/ოდირს აღარ აქვს სურვილი საქართველოში ჩამოვიდეს, რადგან კიდევ ერთხელ მოუწევს ობიექტური რეალობის დაფიქსირება, ასეთი დასკვნები კი ზოგიერთების რევოლუციურ სცენარს პირდაპირ უთხრის ძირს

ახლა ეუთო/ოდირს აღარ აქვს სურვილი საქართველოში ჩამოვიდეს, რადგან კიდევ ერთხელ მოუწევს ობიექტური რეალობის დაფიქსირება, ასეთი დასკვნები ზოგიერთების რევოლუციურ სცენარს პირდაპირ უთხრის ძირს, – განაცხადა „ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ეს ორმაგი სტანდარტი განაპირობა იმ პოლიტიკურმა გაროზგვამ, რაც მოუწყვეს ეუთო/ოდირს საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ. როდესაც მან ობიექტური სურათი ასახა და თქვა, რომ საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი არჩევნები და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ახლა ეუთო/ოდირს აღარ აქვს სურვილი საქართველოში ჩამოვიდეს, რადგან კიდევ ერთხელ მოუწევს ობიექტური რეალობის დაფიქსირება მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნებისა, რაც რა თქმა უნდა ევროპის გარკვეული წრეების ინტერესებში არ შედის, რადგან ასეთი დასკვნები ზოგიერთების რევოლუციურ სცენარს პირდაპირ უთხრის ძირს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.