ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. ინფორმაცია newshub.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.