რა ბიზნესებს ფლობენ ზურაბ ზვიადაური და გიორგი კანდელაკი, რომლებიც დღეს სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი ყოფილი სპორტსმენი სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს. საუბარია, ყოფილ მოკრივე გიორგი კანდელაკსა და ყოფილ ძიუდოისტ, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურზე.

უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაური „სისხლის სამართლის კოდექსის“ 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რაც შეეხება ყოფილ მოკრივეს და ბიზნესმენს გიორგი კანდელაკს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთია იმ 7 პირს შორის, ვინც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელისა და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების საქმეზე დააკავეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ბიზნესებს ფლობენ გიორგი კანდელაკი და ზურაბ ზვიადაური. საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი 26 სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი ან მეწილეა. უფრო კონკრეტულად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გიორგი კანდელაკი ფიგურირებს შემდეგ საწარმოებში:

  • შპს “ნამა 2024” – მფლობელი, დირექტორი;
  • კოოპერატივი “ვარიანი 2024” – დირექტორი;
  • შპს “გითა” 2024 – მესაკუთრე, დირექტორი;
  • სპორტსმენთა კავშირი ქართლი – გამგეობის წევრი;
  • შპს “თანა” – დირექტორი (სარესტორნო საქმიანობა, „რანჩო ვარიანში“);
  • შპს “გითანა” – დირექტორი (სარესტორნო საქმიანობა);
  • შპს “ჟოზეფი” – მესაკუთრე (სარესტორნო საქმიანობა);
  • “გორელები” – გამგეობის თავმჯდომარე;
  • “რკ გიზუ კაპიტალი” – გამგეობის წევრი;
  • შპს “ჟოზეფი ბორჯომი” – მესაკუთრე, დირექტორი (სარესტორნო საქმიანობა);
  • შპს “კანდე” – მფლობელი (სავაჭრო ცენტრი);
  • შპს “სეზონი ტვ” – მფლობელი, დირექტორი;
  • შპს “კეი ერ სი” – მესაკუთრე;
  • შპს “ვარიანი” – 30%-იანი წილი;
  • შპს “მიტარბი” – 34%-იანი წილი;
  • შპს “დიდი გორი” – 49%-იანი წილი;
  • შპს “ნიზუს კაპიტალი” – 50%-იანი წილი;
  • შპს “ბარაქა” 2024 – 66%-იანი წილი;
  • საქართველოს რინგსის ეროვნული ფედერაცია – დამფუძნებელი;
  • რეგისტრირებული კავშირი „სპორტული ლიგა“ – დამფუძნებელი;
  • გორელების გაერთიანება – გენერალური დირექტორი;
  • საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია – დამფუძნებელი ;
  • ერთად ძლიერი საქართველოსთვის – გამგეობის თავმჯდომარე და დირექტორი;
  • საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი – პრეზიდენტი;
  • “სტალინის ფონდი 2024” – დირექტორი;
  • შპს “კრივის ჯგუფი” – მეწილე.

რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს, მეწარმეთა რეესტრში მისი სახელი რამდენიმე კომპანიასთან არის დაკავშირებული. კერძოდ:

  • შპს „ჩემპიონი“ – დირექტორი, მეწილე;
  • შპს “არდოტი 90” – დირექტორი, მესაკუთრე;
  • შპს “ახმეტა 2004” – დირექტორი, მესაკუთრე.