დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას, დონალდ ტრამპის თვითმფრინავს სამგზავრო თვითმფრინავთან შეჯახების საფრთხე ემუქრებოდა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
გამოცემის ცნობით, 16 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი და Spirit Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ფრენის დროს ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. „ბლუმბერგი“ იუწყება, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ფორტ-ლოდერდეილიდან ბოსტონში მიფრინავდა.
„როდესაც ის და ტრამპის თვითმფრინავი ლონგ-აილენდის თავზე იმყოფებოდნენ, მათი ფრენის სიმაღლე ერთნაირი იყო, ხოლო ფრენის ტრაექტორიები ემთხვეოდა. ამის შემდეგ სამგზავრო თვითმფრინავის პილოტებს დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ შეეცვალათ კურსი. რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, Spirit Airlines-ის პილოტებმა დაადასტურეს მარშრუტის შეცვლა“,- წერს „ბმუმბერგი“.
გამოცემამ დისპეტჩერსა და სამგზავრო თვითმფრინავის ეკიპაჟს შორის საუბრის ფრაგმენტები გამოაქვეყნა – „დარწმუნებული ვარ, ხედავთ ვინ არის. დაუყოვნებლივ მოუხვიეთ მარჯვნივ“; „ყურადღებით იყავით! დადეთ თქვენი აიპადები!“.