ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოიტანა, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„საქმე გვაქვს კომპლექსურ დანაშაულებრივ სქემასთან. უპრეცედენტო რაოდენობის ფულია გათეთრებული“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორმა ზინიკო ქობალიამ.
ბრალდების მხარის თანახმად, საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხის – 60 მილიარდამდე რუსული რუბლის – აკუმულირებაზე და აზერბაიჯანიდან შემოტანაზე.
პროკურატურა ჯგუფურ დანაშაულზე საუბრობს და ასახელებს საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს – ელდარ ჰუსეინოვს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.