აშშ-ში შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა – დაიღუპა 3 და დაიჭრა 2 სამართალდამცველი

შშ-ის პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში, პო­ლი­ცი­ა­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პირს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, სამი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი და­ი­ღუ­პა და ორი მძი­მედ და­იჭ­რა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

  • შტა­ტის პო­ლი­ცი­ის კო­მის­რის, პოლ­კოვ­ნი­კი კრის­ტო­ფერ პა­რი­ზის თქმით, სრო­ლა სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში, იორ­კის ოლ­ქში მოხ­და, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ერთ-ერთ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ.
დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ვერ­ტმფრე­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს

 

“ისი­ნი იქ გუ­შინ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ“, – გა­ნუ­ცხა­და მან ჟურ­ნა­ლის­ტებს, თუმ­ცა გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებს ცე­ცხლი მა­შინ გა­უხ­სნა, რო­დე­საც ისი­ნი ჩხრე­კის ორ­დე­რის აღ­სრუ­ლე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

შტა­ტის პო­ლი­ცი­ის კო­მის­რის თქმით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი პო­ლი­ცი­ის მიერ გახ­სნი­ლი სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ვი­ნა­ო­ბა, ამ დრომ­დე, სა­ჯა­როდ არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა.