ზელენსკი მძიმე მდგომარეობაშია: თუ ომი 2026 წელსაც გაგრძელდება, უკრაინას 120 მილიარდი დოლარის დეფიციტი შეექმნება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ომი 2026 წელსაც გაგრძელდება, უკრაინას 120 მილიარდი დოლარის დეფიციტი შეექმნება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თანხის ნახევარი უკრაინის ბიუჯეტიდან დაიფარება, ნახევარი კი მოსაძიებელი იქნება.

„ამ ომის ფასი დღესდღეობით ჩვენთვის გამოწვევას წარმოადგენს. ერთი წლის ფასი 120 მილიარდი [დოლარია]. 60 მილიარდს უკრაინის ბიუჯეტი მოგვცემს, ხოლო მეორე 60 მილიარდი მომავალ წელს მოსაძებნი მაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ომის დასრულება მისი ქვეყნისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.