აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: პოლიციელებზე თავდასხმა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიტიკური ტერორიზმია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ ის, როცა ხალხი პოლიციელებს კლავს და მოლოტოვის კოქტეილებს ესვრის, არამედ ისიც, ვინც აფინანსებს და აორგანიზებს ამ პოლიტიკურ ძალადობას.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხისგებაში მიცემაზე, რომლებიც აქეზებენ ძალადობას, არეულობას და ახდენენ ახალგაზრდების რადიკალიზებას.

ვენსის თქმით, ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე მოეპყრობიან, როგორც ტერორისტებს.

„თუ ხალხს ამერიკის მთავრობის ან თანამოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ მოუწოდებთ, მაშინ თქვენ ნამდვილად ტერორისტულ მოძრაობაში ხართ ჩაბმული. ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ მემარცხენე ძალადობის და მემარცხენეთა რადიკალიზაციის ქსელის დამფინანსებელთა ორგანიზაციები გამოვავლინოთ. თუკი ხალხს აქეზებთ და აფინანსებთ, რომ პოლიტიკური ძალადობა ჩაიდინონ, მაშინ ისე მოეპყარით, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას. თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და არეულობებს და სხვა პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებ, რატომ არ უნდა გებრძოლოთ, რატომ არ უნდა შეგიწყვიტოთ დაფინანსების წყარო და რატომ არ უნდა აგოთ პასუხი? უნდა დავადგინოთ, როგორ ხდება ახალგაზრდების რადიკალიზება, და ვინ აფინანსებს ამას. პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ ის, როცა ხალხი პოლიციელებს კლავს და მოლოტოვის კოქტეილებს ესვრის, არამედ ისიც, ვინც აფინანსებს და აორგანიზებს ამ პოლიტიკურ ძალადობას“, – თქვა ვენსმა.