ტრამპი დარწმუნებულია, რომ პოლონეთზე განეიტრალებული დრონები ჩამოვარდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ პოლონეთის საჰაერო სივრცეში განეიტრალებული რუსული დრონები შეიჭრნენ.

„სავარაუდოდ, ისინი უკვე ჩამოგდებულები იყვნენ. მათ ის გაანეიტრალეს. დრონებთან ბრძოლის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია მათი განეიტრალება. ამის მერე ისინი ნებისმიერ ადგილას ჩამოვარდებიან. ასე რომ, იმედი გამოვთქვათ, რომ ეს ასე იყო. მინდა უკეთესზე ვიფიქრო, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამით“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

ტრამპს არ უთქვამს, თუ ვინ გაანეიტრალა რუსული დრონები.

ამასთან ერთად, ტრამპმა დასძინა, რომ რუსული დრონები პოლონეთის საზღვართან ასე ახლოს არ უნდა ყოფილიყვნენ.