აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში H-1B სამუშაო ვიზისთვის მოსაკრებლის 100 000 დოლარამდე გაზრდას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ვიზის მოსაკრებელი 215 აშშ დოლარიდან იწყება, თუმცა ის, შესაძლოა, უფრო მაღალიც იყოს გარემოებების გათვალისწინებით.
მსხვილი კონტრიბუტორები კი ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიები არიან, რომლებიც ძირითადად კვალიფიციურ კადრებს ჩინეთიდან და ინდოეთიდან იწვევენ. კომპანია ამაზონმა 2025 წლის პირველ ნახევარში 10 ათასამდე სავიზო მოწვევა გააკეთა, კომპანია „მეტამ“ და „მაიკროსოფტმა“ კი – დაახლოებით 5 000-5 000.
როგორც საიმიგრაციო სამსახურის სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, H-1B სამუშაო ვიზაზე განაცხადები 2026 ფისკალური წლისთვის 359 000-მდე შემცირდა, რაც ბოლო ოთხი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.