ტრამპმა რუსეთის მხრიდან ესკალაციის შემთხვევაში ბალტიისპირეთისა და პოლონეთის დაცვის პირობა დადო

შეერთებული შტატები რუსული საფრთხეების ესკალაციის შემთხვევაში პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაიცავს. ასეთი პასუხი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.

ჟურნალისტების კითხვას, „დაეხმარება თუ არა ვაშინგტონი ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთს რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში“, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ამას გავაკეთებ“. თეთრი სახლის ლიდერს არ დაუზუსტებია როგორი იქნება ეს დახმარება.