მოსკოველ ქართველს პოლიციაში მისვლა და ბოდიშის მოხდა მოუწია სიტყვებისთვის “ხელიდან წასული რუსები”

ბოლო დროს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მო­იც­ვა სკან­დალ­მა, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რიც მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი თა­მარ სა­ლი­აა. Telegram-არ­ხებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ის რუ­სე­ბის მი­სა­მარ­თით მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, რა­საც შემ­დგომ­ში სა­ჯა­რო ბო­დი­შის მოხ­და და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

  • რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოჩ­ნდა ვი­დეო, რო­მელ­სიც სა­ლია ამ­ბობს, რომ რუ­სე­ბი “უვარ­გი­სე­ბი“ არი­ან და “კლავ­დნენ ქარ­თვე­ლებს, კლა­ვენ უკ­რა­ი­ნე­ლებს და ამით კა­ი­ფო­ბენ“. ის რუ­სებს “ხე­ლი­დან წა­სუ­ლე­ბად” მო­იხ­სე­ნებს. ვი­დე­ოს აღ­წე­რა­ში ეწე­რა, რომ ის მოს­კო­ვის ქარ­თულ რეს­ტო­რან “სა­ფე­რავ­ში“ მუ­შა­ობ­და. ეს ვი­დეო სწრა­ფად გავ­რცელ­და და დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია.

  • “სა­ფე­რა­ვის“ გან­ცხა­დე­ბა

სკან­და­ლის გამო, რეს­ტო­რან “სა­ფე­რა­ვის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ თა­მარ სა­ლია მათ­თან 2023 წლის მარ­ტი­დან აღარ მუ­შა­ობს. ასე­ვე, გან­მარ­ტეს, რომ ვი­დეო რამ­დე­ნი­მე წლის წინ არის გა­და­ღე­ბუ­ლი. რეს­ტო­რან­მა ამ ფაქტს “შო­კის­მომ­გვრე­ლი“ უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ქმე­დე­ბე­ბის­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის მი­სა­ცე­მად სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს მი­მარ­თა.

გან­ცხა­დე­ბა­ში ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა, რომ სა­ლი­ას ნათ­ქვა­მი არ გა­მო­ხა­ტავს კომ­პა­ნი­ის პო­ზი­ცი­ას და რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და თა­ნამ­ფლო­ბე­ლებს შო­რის “რუ­სუ­ლი სის­ხლიც ურე­ვი­ათ“. “ჩვე­ნი თა­ნამ­ფლო­ბე­ლი ორი­ვე ბე­ბია რუ­სია, ის რუს­მა ბე­ბი­ამ აღ­ზარ­და რუ­სეთ­ში და იცის მხო­ლოდ რუ­სუ­ლი ენა. ხოლო თა­ნამ­ფლობ­ლის მშობ­ლე­ბი რუ­სულ მი­წა­ზე არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლე­ბი“. ამ გან­ცხა­დე­ბე­ბით, რეს­ტო­რან­მა სცა­და, დის­ტან­ცი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან და “შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა” რე­პუ­ტა­ცია. რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, მოს­კოვ­ში მდე­ბა­რე “Saperavi Café“-ს მფლო­ბე­ლე­ბი ხა­თუ­ნა ყოლ­ბა­ია და თენ­გიზ ან­დრი­ბა­ვა არი­ან. ისი­ნი აღ­წე­რა­ში ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს რე­ფორ­მა­ტო­რე­ბად არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ აღად­გი­ნონ და­ვი­წყე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი და წარ­მო­ად­გი­ნონ კერ­ძე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი სტი­ლით.

  • თა­მარ სა­ლი­ას ბო­დი­ში და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, სა­ა­გენ­ტო “რეგ­ნუმ­მა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­მარ სა­ლია თა­ვად მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში. მან სა­ჯა­რო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და სა­კუ­თა­რი ნათ­ქვა­მი გან­მარ­ტა. მისი თქმით, ვი­დეო გა­და­ი­ღო კო­ლე­გამ მას შემ­დეგ, რაც მან უცენ­ზუ­როდ გა­მო­ხა­ტა აზრი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ. სა­ლი­ამ კი სა­პა­სუ­ხოდ იგი­ვე თქვა რუ­სებ­ზე.

პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ ვი­დე­ო­ში, სა­ლია ყვე­ლას წი­ნა­შე ბო­დიშს იხ­დის, ვი­საც მისი სი­ტყვე­ბი შე­ე­ხო: მე­გობ­რე­ბის, მე­ზობ­ლე­ბი­სა და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ვის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა არ უნ­დო­და და თქვა: “მე ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს რუ­სებ­თან, ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს… ჩვენ ერთი კულ­ტუ­რა, ერთი სარ­წმუ­ნო­ე­ბა გვაქვს…” სა­ლი­ამ დას­ძი­ნა, რომ მზად არის გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლოს.