პოლონეთმა და შვედეთმა ბალტიის ზღვაში ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

პოლონეთმა და შვედეთმა ბალტიის ზღვაში ერთობლივი წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში იტყობინება.

მინისტრის თქმით, 22 სექტემბერს, პოლონეთმა და შვედეთმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები SNEX Gotland Sentry, რომლის მიზანია ბალტიის ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ჩვენ ვიწყებთ SNEX Gotland Sentry წვრთნებს – პოლონეთსა და შვედეთს შორის პირველ ერთობლივ ოპერაციას. ეს არის მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ხელმოწერილი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შედეგი“, – აცხადებს მინისტრი.

კოსინიაკ-კამიშის თქმით, დოკუმენტი მოიცავს ბალტიის ზღვაში ოპერაციებს და თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.