მას შემდეგ, რაც პოლონეთმა 12 სექტემბერს ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა. ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე 130-მდე ჩინური სატვირთო მატარებელი გაიჭედა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
საუბარია მილიარდობით ევროს საქონელზე. ამ მარშრუტით ევროპაში ჩინეთის ექსპორტის 3,7 % ჩადის.
კომპანიები უკვე ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ერთ-ერთი ვარიანტია ტვირთის ჩატანა სანკტ-პეტერბურგში და შემდეგ ზღვით ევროპაში, ან სამხრეთის მარშრუტი – ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.
ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია, თუ როდის აღდგება გზა და გაიხსნება საზღვარი.
პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ჩაკეტვამ ნეგატიურად იმოქმედა ყაზახეთსა და რუსეთზე. ყაზახეთ-რუსეთის საზღვარზე ათობით ტრანზიტული მატარებელია გაჭედილი. აქვეა გაჭედილი დიდი რაოდენობით ავტოტრანსპორტი, რომლებსაც საზღვარზე არ ატარებენ, რადგანაც ევროპაში გადასვლა ამ მარშრუტით შეუძლებელია.
ტვირთების ნაწილს ბელარუსიდაპრობლემასნ ლიეტუვაში და შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნებში აგზავნიან, მაგრამ ეს სრულად ვერ მოაგვარებს.