მელანია ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტის, ოლენა ზელენსკას მეუღლეს შორის ორმხრივი შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე მოსალოდნელი არ არის. New York Post-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის პირველი ლედის უფროსმა მრჩეველმა, მარკ ბეკმანმა განაცხადა.
„ზელენსკაია რამდენჯერმე დაუკავშირდა მელანიას შეხვედრის მოსაწყობად. თუმცა, ორმხრივი შეხვედრა არ იქნება; ოფიციალური არაფერი მოხდება“, – თქვა მან.
ბეკმანმა დასძინა, რომ რადგან აშშ-ის პირველი ლედი თავაზიანობით არის ცნობილი, ის მაინც მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის მეუღლეს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის მონაწილეებმა გაეროს შტაბ-ბინის დატოვება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლის დასრულებისთანავე დაიწყეს. შენობიდან პირველებს შორის იყვნენ მელანია, ესპანეთის მეფე ფილიპე VI და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი.