ტრამპის მორიგი კლოუნადა: “დიახ, მხარს ვუჭერ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას, თუკი…”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას, თუ ისინი უკანონოდ შეიჭრებიან ნატოს საჰაერო სივრცეში. როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თვლის თუ არა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, თუ ისინი დაარღვევენ თავიანთ საჰაერო სივრცეს, მან უპასუხა: „დიახ, ასე ვფიქრობ“, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს.

რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებისას აშშ იქნება თუ არა მონაწილე მხარე, “დამოკიდებულია გარემოებებზე” – დასძინა ტრამპმა.