მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევით დაესწრო ოფიციალურ მიღებას, მიღების ფარგლებში, პრეზიდენტმა კომუნიკაცია გამართა დონალდ ტრამპთან – თამარ ტალიაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიწვევით დაესწრო ოფიციალურ მიღებას. ეს ღონისძიება გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით, აღსანიშნავია, რომ მიღების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო შეხვედრა, კომუნიკაცია გამართა დონალდ ტრამპთან, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

ელჩის თქმით, მიხეილ ყაველაშვილს ასევე კომუნიკაცია ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერთან.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ოფიციალური მიღების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ეს კომუნიკაცია იყო მეგობრული, პოზიტიური გზავნილებით.  ოფიციალური მიღების ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ამ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერები. ასევე, მათთან იყო კომუნიკაცია და ინტერაქცია“, – განაცხადა ელჩმა.

მიხეილ ყაველაშვილი ნიუ იორკში 21 სექტემბერს გაეგმზავრა.