უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩინეთს, რომ სურდეს უკრაინაში ომის დასრულება, ის რუსეთს ამის გაკეთებას აიძულებდა.
„აქ არის წარმოდგენილი ჩინეთი. ეს ძლიერი სახელმწიფოა, რომელზეც რუსეთი მთლიანადაა დამოკიდებული. ჩინეთს რომ მართლაც ნდომებოდა ამ ომის დასრულება, ის აიძულებდა რუსეთს შეეწყვიტა შეჭრა. ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია. მაგრამ ჩინეთი დუმს და გვერდზე არის გაწეული მაშინ, როცა მას შეუძლია მშვიდობისთვის იმოქმედოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.