შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე:  მოვუწოდებ, რომ ტონს დაუწიოს

მე ვნახე ეს და რა დღეში ჰქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს, გასაკვირია“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ პასუხს „იმედის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ელჩმა „ტონს უნდა დაუწიოს“.

„მე ვისურვებდი, რომ მან შესაბამის ტონში ისაუბროს ჟურნალისტებთან. ქართველ ჟურნალისტებთან ასეთი აწეული ტონით საუბარს არ კადრულობს არავინ მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა, მიუხედავად ადევნებისა, მიუხედავად ყველაფრისა. ამას რომ ევროკავშირის ელჩი კადრულობს, რომ ასეთი ტონით ესაუბროს ქართველ ჟურნალისტს, ეს არის მიუღებელი და მე მოვუწოდებ, რომ ტონს დაუწიოს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„იმედის“ კითხვებს ელჩმა კამერების წინ გუშინ უპასუხა. ევროკავშირის ელჩი თავდასხმად და დევნად აფასებს ჟურნალისტის მცდელობასა და ვალდებულებას, მიიღოს პასუხი კითხვაზე, რომელიც „ქრონიკამ“ საელჩოში 2 კვირის წინ გააგზავნა, რეაგირება კი არ მოჰყოლია.

Share on Facebook