ყაველაშვილი ისევ შეწუხებულია ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან “ქ.ოცნების” იგნორირებით

მიხეილ ყაველაშვილი – აშშ-ის ვაჭრობის მდივანს გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით

როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს გადასცა ქართველი ხალხის გზავნილი, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს შევხვდი. ჩვენს შორის კომუნიკაცია იყო მეგობრული.

მას გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით. თანაც იმ ფონზე, რომ ჩვენს ხელისუფლებას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვთ ღირებულებითი თანხვედრა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით.

ჰოვარდ ლუტნიკმა მითხრა, რომ აუცილებლად გაუზიარებდა ადმინისტრაციის წევრებს ჩემს მოსაზრებებს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.