“ოპერატიული ინფორმაციით, ჯანგველაძის მკვლელობა “დედ ჰასანის” შვილიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონის სანაცვლოდ შეუკვეთა” – დეტექტივი

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს და ძმებ მი­ქა­ძე­ებს ჯან­გვე­ლა­ძეს­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც სი­გა­რე­ტი­სა და ალ­კოჰო­ლის რუ­სეთ­ში ექ­სპორ­ტს შე­ე­ხე­ბო­და – ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის “დედ ჰა­სა­ნის” შვი­ლიშ­ვილ­მა, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე­სა და ძმებ მი­ქა­ძე­ებს 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა შე­უკ­ვე­თა – ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბი­სა და მისი მძღო­ლის, გია ჩა­დუ­ნე­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი გელა უძი­ლა­უ­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, დე­ტექ­ტივ­მა, რო­ბი­კო გო­გი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ძმე­ბი მი­ქა­ძე­ე­ბი ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ვერ ბე­დავ­დნენ ფი­ზი­კურ მოქ­მე­დე­ბას, რად­გან ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის ძმა „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია“.

“ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გი­ორ­გი კა­ჭ­კაშ­ვი­ლი ძმე­ბი მი­ქა­ძე­ე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი იყო. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მის ტე­ლე­ფონ­ში არის ინ­ფორ­მა­ცია სან­დრო წივ­წი­ვა­ძის ია­რა­ღე­ბის შე­სა­ხებ. ის ნერ­ვი­უ­ლობ­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შე­იძ­ლე­ბო­და მისი ტე­ლე­ფო­ნი ად­ვი­ლად გა­ეხ­სნათ (რად­გან პა­რო­ლად მისი და­ბა­დე­ბის წელი ეყე­ნა) და ია­რა­ღე­ბის შე­სა­ხებ მი­ე­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია, ამ ია­რა­ღე­ბი­დან ერთ-ერ­თით გელა უძი­ლა­ურ­მა ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე მოკ­ლა.

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს და ძმებ მი­ქა­ძე­ებს ჯან­გვე­ლა­ძეს­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც სი­გა­რე­ტი­სა და ალ­კოჰო­ლის რუ­სეთ­ში ექ­სპორ­ტს შე­ე­ხე­ბო­და. ძმე­ბი მი­ქა­ძე­ე­ბი ვერ ბე­დავ­დნენ ფი­ზი­კურ მოქ­მე­დე­ბას, რად­გან ლე­ვა­ნის ძმა კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია. შემ­დეგ მკვლე­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რად და­სა­ხელ­და ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის “დედ ჰა­სა­ნის” შვი­ლიშ­ვი­ლი.

ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “დედ ჰა­სა­ნის” შვი­ლიშ­ვილ­მა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს, ძმებ მი­ქა­ძე­ებს 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა შე­უკ­ვე­თა. რის შემ­დე­გა­დაც შე­ირ­ჩა გელა უძი­ლა­უ­რი, რო­მე­ლიც კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით სა­ბერ­ძნეთ­ში გა­უშ­ვეს, რომ ვი­თომ კვა­ლი იქა­ურ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­ზე გა­სუ­ლი­ყო. შემ­დეგ, სა­ბერ­ძნე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გი­ორ­გი ჯო­ხა­ძე “თბი­ლი­სი ტა­უ­ერ­თან” შეხ­ვდა უძი­ლა­ურს. ამის შემ­დეგ, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე მოკ­ლა, რის შემ­დე­გაც, უძი­ლა­ურს ჰპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ ის ცი­ხე­ში დიდ­ხანს არ იჯ­დე­ბო­და”,- გა­ნა­ცხა­და რო­ბი­კო გო­გი­აშ­ვილ­მა.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე: დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ასევე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა დავით მიქაძეს, რომელიც ადვოკატს მოკვლით დაემუქრა

ასე­ვე, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სას­ტუმ­რო “ამ­ბა­სა­დო­რის” დაც­ვის უფ­რო­სიც და­ი­კი­თხა.

მისი თქმით, იმ დროს, რო­დე­საც ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე სას­ტუმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სას­ტუმ­როს კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ეჭ­ვოდ და­ზი­ან­და და კა­მე­რებ­ში ასა­ხულ­მა 1-მა პირ­მა, რომ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბის გამო, მისი სა­ხის და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ეჭ­ვე­ბი გა­უ­ჩი­ნა.

“და­მი­რე­კა დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა, და მი­თხრა, რომ სას­ტუმ­როს კუთ­ვნილ მან­ქა­ნას სა­ქა­რე მინა ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ეს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იყო, ამი­ტომ მო­ვი­თხო­ვეთ აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა, მეც და­ვინ­ტე­რეს­დი და ვი­დეო/კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­ვი­წყე. კა­მე­რებ­ში ჩანს, რომ მან­ქა­ნის და­ზი­ა­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ვი­ღაც პი­როვ­ნე­ბა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის სკვე­რი­დან გა­მო­დის. თუ მან­ქა­ნა გას­რო­ლით და­ზი­ან­და, ეს სწო­რედ აქე­დან უნდა ყო­ფი­ლი­ყო. იმ პი­როვ­ნე­ბას სა­ხე­ზე ქურ­თუ­კი აქვს აფა­რე­ბუ­ლი და ქუდი ახუ­რავს, ასე­ვე ამ დროს სას­ტუმ­რო­ში სწო­რედ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და”,- გა­ნა­ცხა­და სას­ტუმ­რო “ამ­ბა­სა­დო­რის” დაც­ვის უფ­როს­მა.