ხალხის თვალწინ, ტაილანდის დედაქალაქში გზის ნაწილი მიწამ ჩაიტანა – ფოტო და ვიდეოკადრები ბანგკოკიდან

მე­დი­ა­ში შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და ,სა­დაც ასა­ხუ­ლია რო­გორ ჩა­ინ­გრა ბანგკოკ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფოს წინ მდე­ბა­რე გზის ნა­წი­ლი და ღრმა, და­ახ­ლო­ე­ბით 160 ფუ­ტის სიღ­რმის წყლით სავ­სე ორმო წარ­მო­იქ­მნა.

კად­რებ­ში ჩანს, რომ ნგრე­ვამ თან რამ­დე­ნი­მე ელექტრო­გა­ნა­თე­ბის ბოძი ჩა­ი­ტა­ნა და მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი გა­ა­შიშ­ვლა, პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი და მან­ქა­ნე­ბი კი ინ­ცი­დენ­ტის ად­გი­ლი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლო­ბენ.

ბანგკო­კის კა­ტას­ტრო­ფე­ბის პრე­ვენ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტორ­მა სუ­რი­ა­ჩაი რა­ვი­ვან­მის გან­ცხა­დე­ბით, ნგრე­ვა ძლი­ერ­მა წვი­მებ­მა და წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის მი­ლის და­ზი­ა­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია. “წყალ­მა გზის ქვეშ მიწა გა­მო­რე­ცხა და სწო­რედ ეს გახ­და შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი” – თქვა მან და და­ა­მა­ტა, რომ მსხვერ­პლი არ არის.

ამ დრო­ის­თვის მიმ­დე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბაა გა­ცე­მუ­ლი.

ე.წ “sinkhole“ — ანუ ჩა­ვარ­დნი­ლი მი­წის ორმო —ქა­ნე­ბის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა, რა­საც ხში­რად ბუ­ნებ­რი­ვი მი­ზე­ზე­ბი იწ­ვევს.

თუმ­ცა, ისი­ნი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის მიერ შექ­მნი­ლი მი­წის­ქვე­შა სი­ცა­რი­ე­ლე­ე­ბის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გა­დაც წარ­მო­იქ­მნას.

გარ­და ამი­სა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სულ უფრო ხშირ და ძლი­ერ წვი­მებს იწ­ვევს, ასე­ვე მზარ­დი ურ­ბა­ნი­ზა­ცია, უწყობს ხელს მსგავ­სი ორ­მო­ე­ბის წარ­მოქ­მნას.

წყა­რო