თბილისში ორი ახალი საბაგირო ხაზი მოეწყობა

მერიის ინფორმაციით, „საბაგიროს ორი ახალი ხაზი აშენდება. სარაჯიშვილი-ზღვის უბნის ხაზი, რომელიც ახალ პარკს უმოკლესი გზით დააკავშირებს მეტრო სარაჯიშვილთან. ეს საბაგირო დღეში 22 ათას მგზავრს მოემსახურება.

ისანი-ვაზისუბნის ახალი საბაგირო კი, ვაზისუბანსა და მეტრომშენს, მეტრო ისანთან დააკავშირებს. საბაგირო დღეში 35 ათას მგზავრს მოემსახურება.

ეს სიახლე გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას და გაამარტივებს უბნებს შორის გადაადგილებას“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

ცნობისათვის, ამ დროისთვის თბილისში 3 საბაგირო ხაზი მოქმედებს, ესენია – კუს ტბის საბაგირო, რიყის პარკის საბაგირო, უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო.