ბრძოლა არქტიკისთვის: რესურსები, “პოლარული აბრეშუმის გზა” და გრენლანდიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა – რა გამოწვევებს აჩენს ზესახელმწიფოების ინტერესი და კლიმატის ცვლილება?

ბრძო­ლა არ­ქტი­კის­თვის: რე­სურ­სე­ბი, “პო­ლა­რუ­ლი აბ­რე­შუ­მის გზა” და გრენ­ლან­დი­ის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა – რა გა­მოწ­ვე­ვებს აჩენს ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა?

კარ­გა ხა­ნია, არ­ქტი­კა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­დაკ­ვე­თის სივ­რცედ იქცა. თან­და­თან ამ ინ­ტე­რე­სებს შო­რის ბრძო­ლა სულ უფრო მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი სატ­რან­სპორ­ტო მარ­შრუ­ტე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი მას გლო­ბა­ლუ­რი ძა­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ეპი­ცენ­ტრში აქ­ცევს.

  • ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი და რუ­სე­თის დო­მი­ნა­ცია

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია დღეს არ­ქტი­კის უდი­დეს მო­თა­მა­შედ რჩე­ბა. ქვეყ­ნის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მო­პო­ვე­ბის 80%-ზე მეტი და ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის თით­ქმის 20% არ­ქტი­კას უკავ­შირ­დე­ბა. აქ იქ­მნე­ბა ქვეყ­ნის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის 7% და მისი ექ­სპორ­ტის და­ახ­ლო­ე­ბით 11%, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩრდი­ლო­ე­თის ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­როს ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ეკუთ­ვნის სწო­რედ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბი­სა, რუ­სე­თი სე­რი­ო­ზულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრობ­ლე­მებს აწყდე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტე­ი­ნე­რის ტერ­მი­ნა­ლე­ბი არც მურ­მანსკშია და არც არ­ხან­გელსკში, რის გა­მოც გე­მებს ხში­რად უწევთ და­მა­ტე­ბით სა­ნა­ვი­გა­ციო მან­ძი­ლის გავ­ლა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გამ­დე. რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კურ ამ­ბი­ცი­ებს ასე­ვე აფერ­ხებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, რაც რთულს ხდის და­სავ­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას. ასე­ვე რუ­სე­თის­თვის დიდი პრობ­ლე­მად იქცა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ყი­ნულმჭრე­ლი ფლო­ტი – ხო­მალ­დე­ბის დიდი ნა­წი­ლი აშენ­და ჯერ კი­დევ 1990-იანი წლე­ბის მიჯ­ნა­ზე. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ატო­მუ­რი ყი­ნულმჭრე­ლე­ბის ავა­რი­ე­ბი სე­რი­ო­ზულ ეკო­ლო­გი­ურ საფრ­თხეს ქმნის.

ახლა სი­ტუ­ა­ცია ასე­თია: რუ­სეთ­ში ყი­ნულმჭრე­ლებ­ზე არის დიდი მო­თხოვ­ნა, მაგ­რამ მათი აშე­ნე­ბის მცი­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რად­გან ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა ამ ხო­მალ­დე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის და რომ­ლი­თაც რუ­სე­თი და­სავ­ლე­თი­დან მა­რაგ­დე­ბო­და, დღე­ვან­დე­ლი სან­ქცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში კი, ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

იმის გამო, რომ რუ­სეთ­მა და­ი­წყო ომი უკ­რა­ი­ნას­თან, ევ­რო­კავ­ში­რი თან­და­თან უარს ამ­ბობს რუ­სე­თის წი­ა­ღი­სე­ულ საწ­ვავ­ზე და აპი­რებს სრუ­ლად შე­წყვი­ტოს რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ყიდ­ვა 2027 წლის ბო­ლოს­თვის, შე­სა­ბა­მი­სად, კრემ­ლი ცდი­ლობს ჩი­ნეთ­ზე გა­და­ე­წყოს. 2023 წელს რუ­სულ­მა ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ებ­მა პირ­ვე­ლად გაგ­ზავ­ნეს ნავ­თო­ბის ტან­კე­რე­ბი ჩრდი­ლო­ე­თის სა­ზღვაო გზით ამ ქვე­ყა­ნა­ში. ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით იმა­ვე მარ­შრუ­ტით წა­ვი­და ასე­ვე თხე­ვა­დი გა­ზის პარ­ტია.

სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ჯერ კი­დევ 2014-ში და­წეს­და, მათ­გან ყვე­ლა­ზე მძი­მე არ­ქტი­კა­ში წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და. მა­გა­ლი­თად, აშშ-მა და ევ­რო­კავ­შირ­მა აკ­რძა­ლეს რუ­სეთ­ში იმ ტექ­ნო­ლო­გი­ის ექ­სპორ­ტი, რო­მელ­საც არ­ქტი­კა­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

“2014 წლამ­დე არ­ქტი­კა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ო­პე­რა­ცია ვი­თარ­დე­ბო­და და ამე­რი­კე­ლე­ბი და ბრი­ტა­ნე­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ამა­ში. 2014-ის შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ შემ­ცირ­და. არ­ქტი­კულ ზო­ნა­ში რუ­სეთს ბევ­რი რე­სურ­სი აქვს, მაგ­რამ მათი მო­პო­ვე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო და უფრო რთულ­დე­ბა, რად­გან რუ­სეთს შე­სა­ბა­მი­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არ აქვს. და­სავ­ლე­თი კი ცდი­ლობს ეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არ მი­ა­წო­დოს”, – ამ­ბობს BBC-სთან.

მოკ­ლედ, სა­ხელ­მწი­ფო­თა ინ­ტე­რე­სი ამ ტე­რი­ტო­რი­ის მი­მართ იზ­რდე­ბა: ახა­ლი სა­ვაჭ­რო მარ­შრუ­ტე­ბის გარ­და, აქ და­მა­ლუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 13% მსოფ­ლიო გა­მო­უკვლე­ვე­ლი ნავ­თო­ბის და და­ახ­ლო­ე­ბით 30% გა­მო­უკვლე­ვე­ლი გა­ზის მა­რა­გი­სა.

  • გლო­ბა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და კონ­კუ­რენ­ცია

არ­ქტი­კის დნო­ბა­დი ყი­ნუ­ლე­ბი ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ხსნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის­თვის. ჩრდი­ლო­ე­თის სა­ზღვაო გზა, რო­მე­ლიც ევ­რო­პის და აზი­ის შო­რის ტრა­დი­ცი­ულ მარ­შრუ­ტებ­ზე მოკ­ლეა, შე­საძ­ლოა მო­მა­ვალ­ში ერთ-ერთ მთა­ვარ სატ­რან­სპორ­ტო კო­რი­დო­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ გზი­სად­მი ინ­ტე­რესს ავ­ლე­ნენ არა მხო­ლოდ არ­ქტი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბი – ნორ­ვე­გია, კა­ნა­და, და­ნია და აშშ, არა­მედ ისე­თი არა არ­ქტი­კუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოც, რო­გო­რი­ცაა ჩი­ნე­თი.

ჩი­ნე­თი არ­ქტი­კას “პო­ლა­რულ აბ­რე­შუ­მის გზას“ უწო­დებს და აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ისე სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ფორ­მა­ტით. ეს მოს­კო­ვის­თვის რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ისე გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს: ერთი მხრივ, პე­კი­ნი რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კურ პარტნი­ო­რად ყა­ლიბ­დე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი, მისი გავ­ლე­ნის ზრდა ამ­ცი­რებს რუ­სე­თის ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბას ამ სივ­რცე­ზე.

  • გრენ­ლან­დია

და­ნი­ის სა­მე­ფოს ნა­წი­ლი გრენ­ლან­დია (2.16 მი­ლი­ო­ნი კმ²) მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი კუნ­ძუ­ლი, დიდი ხანი შო­რე­ულ და იზო­ლი­რე­ბულ ხმე­ლე­თად მი­იჩ­ნე­ო­და, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად ცნო­ბი­ლი იყო გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი, ყი­ნუ­ლით და­ფა­რუ­ლი ლან­დშაფ­ტე­ბით, ვიდ­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით. თუმ­ცა, რო­დე­საც არ­ქტი­კა სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის ახალ ას­პა­რე­ზად იქცა, გრენ­ლან­დი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და.

და­ნი­ის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ყოფ­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, რუ­სე­თის არ­ქტი­კა­ში მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ი­თა და გრენ­ლან­დი­ის იშ­ვი­ა­თი მი­წე­ბის მი­ნე­რა­ლე­ბით ჩი­ნე­თის მზარ­დი ინ­ტე­რე­სით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, გლო­ბა­ლუ­რი ძა­ლე­ბი სულ უფრო მე­ტად გა­ნი­ხი­ლა­ვენ კუნ­ძულს, რო­გორც კრი­ტი­კულ აქ­ტივს არ­ქტი­კის რე­გი­ო­ნის კონ­ტრო­ლის­თვის. შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით უკვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი კუნ­ძულ­ზე, და­ნი­ას გრენ­ლან­დი­ის სრუ­ლი შეს­ყიდ­ვაც კი შეს­თა­ვა­ზა, რაც კი­დევ უფრო მეტ კი­თხვას აჩენს ამ უზარ­მა­ზა­რი, გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მოკ­ლედ, არ­ქტი­კა­ში დო­მი­ნი­რე­ბის­თვის ბრძო­ლა მწვავ­დე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის ცენ­ტრში გრენ­ლან­დი­აც არის, მთა­ვა­რი კი­თხვაა კი ასე­თია: თუ რო­გორ უპა­სუ­ხე­ბენ აშშ, და­ნია და ნატო რუ­სე­თის მზარდ მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ა­სა და ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კურ ექ­სპან­სი­ას რე­გი­ონ­ში

  • კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ფაქ­ტო­რი

იმის გამო, რომ ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუს­ზე კლი­მა­ტი 2–2,5-ჯერ უფრო სწრა­ფად თბე­ბა, ვიდ­რე მთლი­ა­ნად პლა­ნე­ტა­ზე, ყი­ნუ­ლი ჩრდი­ლო­ე­თის ყი­ნუ­ლო­ვან ოკე­ა­ნე­ში ათწლე­ულ­ში, სა­შუ­ა­ლოდ,12%-ით ქრე­ბა. ბოლო ათწლე­ულ­ში არ­ქტი­კა­ზე გა­მა­ვა­ლი ხო­მალ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 37%-ით გა­ი­ზარ­და. 2030 წლის­თვის არ­ქტი­კა­ში შე­იძ­ლე­ბა დად­გეს პირ­ვე­ლი, ყი­ნუ­ლის­გან, პრაქ­ტი­კუ­ლად, თა­ვი­სუ­ფა­ლი ზა­ფხუ­ლი.

ეს კლი­მა­ტუ­რი პრო­ცე­სე­ბი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ყი­ნუ­ლის დნო­ბა, ორაზ­რო­ვან სუ­რათს ქმნის. ერთი მხრივ, ეს ზრდის რე­გი­ონ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი და სატ­რან­სპორ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის პო­ტენ­ცი­ალს. მე­ო­რე მხრივ კი, სე­რი­ო­ზულ ეკო­ლო­გი­ურ და სო­ცი­ა­ლურ რის­კებს წარ­მო­შობს – ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­სის­ტე­მე­ბის დეგ­რა­და­ცია, მე­თევ­ზე­ო­ბი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის შემ­ცი­რე­ბა, სა­ნა­პი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა.

გარ­და ამი­სა, კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ახალ სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­ულ დი­ნა­მი­კას აჩენს. ყი­ნუ­ლის დნო­ბა რუ­სე­თის­თვის, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბაა სამ­ხედ­რო ფლო­ტის მო­ბი­ლუ­რო­ბის­თვის, ასე­ვე არის გა­მოწ­ვე­ვაც, რად­გან სხვა ქვეყ­ნებ­საც უჩ­ნდე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რე­გი­ონ­ში გა­აძ­ლი­ე­რონ სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო ყოფ­ნა.

  • დას­კვნა

არ­ქტი­კა XXI სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კონ­ტექ­სტურ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ არე­ნად ყა­ლიბ­დე­ბა. რუ­სე­თის­თვის იგი სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის სივ­რცეა, თუმ­ცა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, სან­ქცი­ე­ბი და კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი მას სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის. და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი და ჩი­ნე­თი კი ცდი­ლო­ბენ გა­მო­ი­ყე­ნონ ყი­ნუ­ლის დნო­ბის შე­დე­გად შექ­მნი­ლი ახა­ლი ფან­ჯრე­ბი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად.

მო­მა­ვა­ლი ათწლე­უ­ლე­ბი აჩ­ვე­ნებს, შეძ­ლებს თუ არა რუ­სე­თი არ­ქტი­კა­ში თა­ვი­სი დო­მი­ნან­ტუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, თუ რე­გი­ო­ნი მულ­ტი­პო­ლა­რულ კონ­კუ­რენ­ცი­ულ სივ­რცედ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.