ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს 25 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას ოთხი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ

ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს 25 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას ოთხი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ.

„ირან ჰორმოზ კომპანიასა“ და „როსატომ კომპანიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამხრეთ ირანში, ჰორმოზგანის პროვინციაში, ოთხი მოწინავე მესამე თაობის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ბეჰრუზ კამალვანდიმ მოსკოვში განაცხადა, რომ „ირანმა და რუსეთმა ბუშერის ელექტროსადგურზე უფრო დიდი ელექტროსადგურების მშენებლობაზე მოლაპარაკებები გამართეს“.