ზელენსკის თქმით, ნატოს ქვეყნების უმეტესობას ალიანსის საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდების ეშინია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნატოს ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან. თუმცა, მისი თქმით, ალიანსის წევრების უმეტესობას რუსეთის შესაძლო რეაქციის ეშინია. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა The Axios Show-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მათ უნდა ჩამოაგდონ… თუ თვითმფრინავები თქვენს ზონაში იმყოფებიან, თქვენ ისინი უნდა დაბლოკოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ ქვეყნების უმეტესობა შეშინებულია, რადგან, მისი სიტყვებით, რუსეთი „გიჟია“.

„რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ლიდერი, რომლებსაც არ ეშინიათ; ასეთებს ვიცნობ. თუმცა ქვეყნების უმეტესობას ეშინია. მათ ეშინიათ და ვფიქრობ, საფუძვლიანი მიზეზით: რუსეთი ნამდვილად გიჟია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.