შვედეთის თავზე ორი ამოუცნობი დრონი დააფიქსირეს – მედია

შვედმა სამართალდამცველებმა გვიან ღამით არქიპელაგ კარლსკრინუს თავზე ორი ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს, რომლებმაც სამხედრო-საზღვაო ბაზას გადაუფრინეს. ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, დრონები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დააფიქსირეს და სურათი გადაუღეს, ხოლო შემდეგ პოლიციას აცნობეს.

„ჯერ უცნობია, რა მოხდა, თუმცა ჩვენ უკვე შევიტანეთ განცხადება ავიაციის შესახებ კანონის დარღვევის თაობაზე“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მატიას ლუნდგრენმა.

როგორც შვედური მედია აღნიშნავს, ვერცერთი დრონის ჩამოგდება ან განეიტრალება ვერ მოხერხდა, ეჭვმიტანილები არ არსებობენ. თუმცა, როგორც პოლიციაში აცხადებენ, შვედეთში მომხდარი ამბავი რამდენიმე დღის წინ დანიასა და ნორვეგიაში დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტთან კავშირშია.