მეჰრიბან ალიევა თანამემამულეებს “ინსტაგრამიდან” ამხნევებს …

უკვე რამდენიმე დღეა აზერბაიჯან-სომხეთის ომი მიმდინარეობს. აზერბაიჯანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამარჯვებამდე იბრძოლოს. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ომის შეწყვეტის ერთადერთი მიზეზი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან სომხეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა იქნება.

სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში ილჰამ ალიევს მხარში უდგას მეუღლე, ქვეყნის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა, რომელიც ომის დაწყებიდანვე აქტიურად მონაწილეობს ომთან დაკავშირებულ სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ ღონისძიებებში, აქტიურადაა ჩართული სოციალურ ქსელებში და თანამემამულეებს ამხნევებს

როგორც კი აზერბაიჯანის არმიამ საომარი მოქმედებები დაიწყო, 27 სექტემბერს მეჰრიბან ალიევამ თავის Instagram-ში ასეთი ჩანაწერი გამოაქვეყნა:

“აზერბაიჯანის არმია, სამხედრო პროვოკაციის საპასუხოდ, კონტრშეტევით ოპერაციას ახორციელებს. შემიძლია გითხრათ, რომ ოპერაცია წარმატებით ხორციელდება, რის შედეგად მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას დიდი ზარალი მივაყენეთ. მტრის ოკუპაციისაგან უკვე გათავისუფლებულია აზერბაიჯანის რამდენიმე დასახლებული პუნქტი“.

აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემოციურად მიმართავს აზერბაიჯანელებს და წერს: “ჩვენ არავის მიწაზე თვალი არ გვიჭირავს. აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს არავის მიწაზე არანაირი მიზანი არ აქვთ, არც სომხეთის ტერიტორია სურთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ მტრის მიერ ოკუპირებულ ჩვენს მშობლიურ მიწა-წყალს, მუდამ დავიცავთ საკუთარ ტერიტორიას”.

წყარო: exclusivenews.ge