წაგებული მილიონები, ბიზნესები და თაღლითობის ბრალდება – რა არის ცნობილი სუს-ის მიერ დაკავებულ მამუკა ჟღენტზე

საქ­მე ეხე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბას, დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბას.

“ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2022 წლის სექ­ტემ­ბრი­დან 2023 წლის იან­ვრის ჩათ­ვლით, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ნო­რიო-ლი­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი 3.52 კმ სიგ­რძის ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, შპს “გუ­რია ენერ­ჯის“ 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი მ.ჟ. ტენ­დე­რის შეს­რუ­ლე­ბის კონ­ტროლ­სა და ინ­სპექ­ტი­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის პ.რ-ს დახ­მა­რე­ბით, ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის შედ­გე­ნა-გა­მო­ყე­ნე­ბის გზით, მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნილ 403 095 ლარს, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფოს მი­ად­გა დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნი.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, შპს “გუ­რია ენერ­ჯის“ მიერ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი/ჩა­ბა­რე­ბუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის უვარ­გი­სია.

 

აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “ბ“ ქვე­პუნ­ქტით, 25, 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 362-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის “ბ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით” – გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში.

“ფო­ტო­მა­სა­ლა­ზე ასა­ხუ­ლია, რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნას, რაც არ შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ვინ­მეს ეპა­ტი­ოს” – სუს-ი

 

ვინ არის მა­მუ­კა ჟღენ­ტი?

ის გზის მშე­ნე­ბე­ლი ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის შპს New Road-ის მფლო­ბე­ლის დათო ჟღენ­ტის ძმაა. AMBEBI.GE-ს წყა­რო უყ­ვე­ბა:

“დათო ჟღენ­ტი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბაა, მას კომ­პა­ნია “ნიუ რო­უ­დი” აქვს, რო­მე­ლიც ფლობს მა­გარ ტექ­ნი­კას, აქვს კარ­გი ტენ­დერე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლია საკ­მა­ოდ. მა­მუ­კა ჟღენ­ტის კომ­პა­ნი­აა “ნიუ ენერ­ჯია” და ჰქონ­და კი­დევ ერთი კომ­პა­ნია. მას ბევ­რად მეტი გა­ქა­ნე­ბა აქვს, ვიდ­რე მის ძმას იმი­ტომ, რომ დათო კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში არას­დროს შე­დი­ო­და (მა­მუ­კა კი ყველ­გან შე­დი­ო­და). მა­მუ­კა არის ცნო­ბი­ლი მო­თა­მა­შე, როცა ტენ­დე­რის ფული ჩა­ე­რი­ცხე­ბო­და, მერე იკარ­გე­ბო­და კვი­რა­ო­ბით და მერე წა­გე­ბუ­ლი ფუ­ლით ბრუნ­დე­ბო­და კომ­პა­ნი­ა­ში – ისევ ვა­ლე­ბი, ისევ ახა­ლი ტენ­დე­რი, გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი და ა.შ. მა­მუ­კა ჟღენტს ალ­ბათ ასე, 20 მი­ლი­ო­ნი ექ­ნე­ბა წა­გე­ბუ­ლი თა­მაშ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ჟღენ­ტი ქარ­სე­ლა­ძის გა­რე­მოც­ვაა, არას­წო­რია. ვი­ღა­ცას ახლა 400 ათა­სი მო­ე­ტე­ხა და ქარ­სე­ლა­ძის­თვის აე­ტა­ნა, ეს არის ზღა­პა­რი. მა­მუ­კა გა­ცი­ლე­ბით კარგ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო ე.წ. ვა­ნე­ლე­ბის, ანუ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის წრეს­თან”.

და­ვით და მა­მუ­კა ჟღენ­ტე­ბი

 

ქო­ნე­ბა

 

რე­ესტრის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, “გუ­რია ენერ­ჯის გარ­და მა­მუ­კა ჟღენ­ტი ფლობს ასე­ვე რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას. კერ­ძოდ, მის სა­კუთ­რე­ბა­შია 2020 წელს რე­გის­ტრი­რე­ბულ შპს „გუ­რია რე­სურ­სი“; 2007 წელს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შპს „ვიქ­ტო­რია პა­ლა­სი“; 2006 წელს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შპს „ორი­ო­ნი-2006“.

გარ­და ამი­სა, მა­მუ­კა ჟღენ­ტი ფლობს შპს „ბ.პ. ბე­ტო­ნის“ 25%-იან წილს. შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ ამა­ვე კომ­პა­ნი­ის 25%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია ბი­ჭი­კო პა­ი­კი­ძე, რო­მელ­საც ასე­ვე პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და გა­სულ კვი­რას, თუმ­ცა, ის ქვე­ყა­ნა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. პა­ი­კი­ძის შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია მის კუთ­ვნილ კომ­პა­ნია „ბპ ტრანსზე“. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის მხრი­დან ქუ­თა­ი­სი-ალ­პა­ნა-მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მო­ნაკ­ვე­თი­სა და ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის არე­ალ­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ცალ­კე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის ნა­პირ­დამ­ცა­ვი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი 4.18 მლნ ლა­რის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბა მოხ­და…ნა­ხეთ მისი ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლად