პუტინი: ჩვენი მებრძოლები და მეთაურები შეტევაზე გადადიან, რუსეთი სამართლიან ბრძოლას აწარმოებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსული ძალები იმარჯვებენ უკრაინაში მიმდინარე ომში.

მისივე თქმით, რუსეთი სამართლიან ბრძოლას აწარმოებს.

„ჩვენი მებრძოლები და მეთაურები შეტევაზე გადადიან. მთელი ქვეყანა, მთელი რუსეთი ამ სამართლიან ბრძოლას აწარმოებს და ინტენსიურად მუშაობს. ერთად ვიცავთ სამშობლოს სიყვარულს და ჩვენს ერთიანობას, ჩვენ ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა პუტინმა.