ჩინეთმა არქტიკის ყინულის მიღმა წყალქვეშა აპარატით ადამიანები პირველად გაგზავნა

არქტიკის კვლევაში ჩინეთიც ჩაერთო. ქვეყანამ ოკეანის ყინულოვანი ზედაპირის დაბლა არსებულ ფსკერზე ეკიპაჟიანი წყალქვეშა აპარატი გაუშვა. ისინი შანხაიში 26 სექტემბერს დაბრუნდნენ ყველაზე მასშტაბური ექსპედიციიდან, რომელიც ამ სახელმწიფოს იქ განუხორციელებია.

ამას ღრმაწყლოვანი კვლევების შესაძლებლობებში წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ. მთავარი მიღწევა ფსკერზე აპარატ Jiaolong-ის გაგზავნა იყო, რომელმაც ეკიპაჟის წევრები ყინულით დაფარული წყლის ქვეშ ჩაიყვანა. ეს აქამდე მხოლოდ რამდენჯერმე მოხერხდა.

პირველი აშშ იყო, რომელმაც ცივი ომის დროს, 1958 წელს, არქტიკის წყლებში ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე USS Nautilus ჩაუშვა. ის ჩრდილოეთ პოლუსის მიმდებარედ ტრანზიტისთვის გამოიყენეს და არქტიკის ყინულის ქვეშ ოპერირების დემონსტრირება შეძლეს. მას შემდეგ იგივე კიდევ რამდენიმე ამერიკულმა გემმა გაიმეორა, როგორიც იყო USS Skate და USS Pargo. 1962 წელს ამ სიას საბჭოთა კავშირის “ლენინსკი კომსომოლეციც” შეუერთდა, 1971 წელს კი — ბრიტანული HMS Dreadnought.