სლოვაკეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც მხოლოდ ორი სქესის არსებობას აღიარებს

სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც მხოლოდ ორი სქესის არსებობას ადგენს, ასევე ამკაცრებს შვილად აყვანის წესებს.

მანამდე, 26 სექტემბერს, შესაბამის ცვლილებას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს 90-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ქორწინებაში არმყოფი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანის და სუროგაციის აკრძალვას.

საკონსტიტუციო ცვლილების მიზანი, პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განმარტებით, ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებაა.